საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გორის რაიონის სოფელ ფხვენისში, 1959 წელს დაბადებული სულიკო გ., ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ცნობთ, სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს: „გე-ვე 932“-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი ტყვიამფრქვევი, სავაზნე ლენტში მოთავსებული 223 საბრძოლო ვაზნა, „კალაშნიკოვი“-ს კონსტრუქციის ავტომატის 7 მჭიდი, „ა-კა 74“-ის, „ა-კა-ეს 74“-ის, „ა-კა-ეს 74-უ“-ს, „ერ-პე-კა 74“-ის, „ერ-პე-კა-ეს-74“-ის 135 საბრძოლო ვაზნა, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, „ეფ 1“-ის ტიპის ხელყუმბარა, 3 ქარხნული წესით დამზადებული 200 გრამიანი და 1 ცალი 75 გრამიანი ტროტილის კოჭა,1 ქარხნული წესით დამზადებული ჰექსოგენის შემცველი პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერება.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.