Future Shorts Georgia

Future Shorts Georgia

საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს Future Shorts 21 ივნისს კლუბ Underwheel-მა უმასპინძლა. ფესტივალი, რომელიც საქართველოში 2011 წლიდან იმართება და სეზონურად ტარდება, კინოჩვენების, მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ერთ სივრცეში გაერთიანებას გულისხმობს. ღონისძიებაზე 6 სხვადასხვა ჟანრის მოკლემეტრაჟიანი ფილმი იყო წარმოდგენილი. 

Future Shorts-ის გაზაფხულის სეზონის ფესტივალი 36 საათიანი ”ნონ-სტოპ ფართის” შემდეგ დასრულდება. ღონისძიებისთვის ორგანიზატორებმა, ქართველი დიჯეების გარდა, ბერლინელი და რუსი მუსიკოსები, ბენჟამინ დემიჯი და ანტონ კუბიკოვი, მოიწვიეს.

კომენტარები