რესტორან

ნიკა მელია: მაზიაშვილი ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელია

ნიკა მელია
epn.ge

ძველი თბილისის გამგებელის, ნიკა მელიას განცხადებით რესტორან "ლა-ტრუფეს" ინცინდენტში მონაწილე ბექა მაზიაშვილი ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელია. აღნიშნულის საჩვენებლად მელიამ მაზიაშვილის ნარკოლოგიური შემოწმების ტესტი ჟურნალისტებს გააცნო. მისივე თქმით, ბექა მაზიაშვილი მის წინააღმდეგ ჩვენებას აძლევს და ფიზიკურ ანგარიშსწორებაში დებს ბრალს.

მელია ადვოკატის განცხადებით, 15 ივნისს მაზიაშვილი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისთვის დააკავეს, თუმცა ის პროკურატურამ პირობითი სასჯელით გაათავისუფლა.

"პროკურატურას ბექა მაზიაშვილი სჭირდება ნიკა მელიას წინააღმდეგ და სწორედ ამიტომ არ დააპატიმრეს" , – აცხადებს მელიას ადვოკატი.

საქმე ეხება რესტორან "ლა-ტრუფეში", "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების და რესტორანში მყოფ პირებს შორის 11 მაისის დაპირისპირებას.

კომენტარები