შსს

ოკუპაციის ხაზის დარღვევისთვის დაკავებული სოსიაშვილი გაათავისუფლეს

radiotavisupleba.ge

რუსი მესაზღვრეების მიერ 29 მაისს, გორის რაიონის სოფელ დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპაციის ხაზის დარღვევისთვის დაკავებული როსტომ სოსიაშვილი გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

სოსიაშვილის გათავისუფლებაზე დღეს ერგნეთში გამართულ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრაზე შეთანხმდნენ. თუმცა შეთანხმება ვერ მოხდა ოსური მხარის მიერ დაკავებული რამდენიმე საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებაზე. ჯერ ჯერობით პატიმრობაში დარჩებიან მალხაზ ედიშერაშვილი და ზაზა ხიდაშელი. დღევანდელ შეხვედრაზევე ცნობილი გახდა კიდევ ერთი დაკავებულის ავთანდილ კვირიკაშვილის შესახებ. მისი გათავისუფლება ჯერ-ჯერობით არ იგეგმება. ოსური მხარის თქმთ, მან დაკავებისას მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც რამდენიმე თვე პატიმრობაში დარჩენა მოუწევს.

კომენტარები