პროფკავშირები

პროფკავშირების გაერთიანებამ "რკინიგზის პროფკავშირი" გარიცხა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ საკუთარი რიგებიდან "რკინიგზის პროფკავშირი" გარიცხა. გაერთიანების თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება რკინიგზის პროფკავშირის წევრების მიერ მიწოდებული დარღვევების ფაქტების განხილვის შემდეგ მიიღეს. რკინიგზის პროფკავშირის წევრები პროფკავშირების არჩევნების დროს ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე საუბრობდნენ. 

" პროფესიული კავშირის ყრილობაზე, არჩევნებისას „რკინიგზის“ ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის ზოგერითი პირი, რომელიც დარღვევით იყო არჩეული პროფკავშირის ყრილობის დელეგატად, ღიად ერეოდა პროცესში. ზეწოლას ახდენდა დელეგატებზე, მხარს უჭერდა ერთ კანდიდატს და ხმის მიცემის პროცესშიც კი მონაწილეობდა. შედეგად ყრილობაზე არჩეული პროფკავშირის გამგეობა თითქმის სრული შემადგენლობით ადმინისტაციის პერსონალით დაკომპლექტდა. სამწუხაროდ გამგეობაში ადგილი ვერ მოინახა ვერც ერთი დასაქმებული მუშის ან რიგითი რკინიგზელისთვის,“ აცხადებენ პროფკავშირებში.

რკინიგზაში მომუშავე პირების ნაწილი ცალკე პროფკავშირი უკვე შექმნეს და პროფკავშირების გაერთიანებას გაწევრიანების თხოვნით მიმართეს. 

კომენტარები