იეჰოვას მოწმეთა კონგრესი

მკალავიშვილი საპატრიარქოს იეჰოვას მოწმეთა კონგრესის დარბევას სთხოვს

საქართველოს საპატრიარქოსგან განკვეთილი, გლდანის ეპარქიის წინამძღვარი დეკანოზი ბასილ მკალავიშვილი საპატრიარქოს იეჰოვას მოწმეთა კონგრესის დარბევისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მკალავიშვილმა პირველ რადიოსთან საუბრისას განაცხადა. დეკანოზი ბასილი აცხადებს, რომ ის არ აპირებს დარბევას, რადგან ეს საპატრიარქოს საქმეა. 

"მთავრობაშიც სულ იაღოველები გვყავს და... სანამ მთავრობაში იქნებიან ეს იაღოველები, არაფერი არ გამოვა. ძველშიც და ახალ მთავრობაშიც ეგენი არიან, მაგათ მართლმადიდებლობას ყველაფერი ურჩევნიათ. მამათმავლობაც და იაღოველობაც... ეს მაგათი ყრილობა იმას ემსახურება, რომ გადაიბირონ მართლმადიდებლები, უამრავი თანხა მოსდით საზღვარგარეთიდან, ხომ უნდა აითვისონ? საპატრიარქომ დაარბიოს, მე მთელი წლები ჩემს მრევლთან ერთად ვებრძოდი მაგათ და დავიღალე, ახლა საპატრიარქომ მიხედოს", - განაცხადა მკალავიშვილმა.

 შეგახსენებთ, რომ 21 ივნისს თბილისში იეჰოვას მოწმეთა კონგრესი იხსნება. ის სამ დღეს გაგრძელდება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. 
 

კომენტარები