შსს

აღმოჩენილ სამალავებთან დაკავშირებით შსს-მ 9 ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებთან დაკავშირებით ცხრა ადამიანი დააკავა. ამის შესახებ, შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ღარიბაშვილის ცნობით, დაკავებულთაგან ერთი პიროვნება თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი, ორი კი პოლიციის ყოფილი თანამშრომელია. მისივე თქმით, დაკავებულებს შორის არის პირი, რომელიც ადამიანებს აუპატიურებდა.

"ჩვენ პასუხი გავეცით იმ ყველა უსუსურ ბრალდებას, რომლის თანახმად, ეს იარაღი თითქოს ჩვენ ან თავდაცის სამინისტრის გვეკუთვნოდა", - აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ თემაზე შსს დეტალურ ცნობებს დღის განმავლობაში გაავრცელებს. 

კომენტარები