პროკურატურა

იმერეთის ყოფილი გუბერნატორი დაკითხვაზე დაიბარეს

geonews.ge

იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, ლაშა მაქაცარია, დასავლეთ საქართველოს სამხარეო პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს.

როგორც ლაშა მაქაცარიამ სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, დაკითხვაზე ხვალ, 16:00 საათზეა დაბარებული.

მისი ინფორმაციით, საქმე 2010 წელს, იმერეთის რეგიონში კორუფციის ბრალდებით დაკავებულ ბაღის დირექტორებს ეხება.

იმერეთის ყოფილი გუბერნატორი აცხადებს, რომ ის დაკითხვაზე გამოცხადდება.

კომენტარები