სირიის კონფლიქტი

სირია ქიმიური იარაღის გამოყენებას უარყოფს

ბაშარ ალ ასადი
Benoit Tessier / Reuters

ბაშარ ალ ასადის ხელისუფლება ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ცნობებს "ტყუილების ქარავანს" უწოდებს. სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აშშ ყალბ ინფორმაციას სირიაში შეჭრისთვის იყენებს. ბარაკ ობამას გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებული შტატები სირიელ აჯანყებულებს "პირდაპირ სამხედრო დახმარებას" გაუწევს. აჯანყებულთა ლიდერის, სალიმ იდრისის განცხადებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჯერ არ დაკონკრეტებულა, თუ რას გაითვალისწინებს სამხედრო დახმარება. აქამდე აშშ სირიელ აჯანყებულებს მხოლოდ მედიკამენტებითა და საკვებით ეხმარებოდა.

ტაბულასთან საუბრისას ამერიკელი კომენტატორი ჩარლზ კრაუტჰამერი აღნიშნავს, რომ სირიელი აჯანყებულების დახმარება შეიძლება ცოტა დაგვიანებული აღმოჩნდეს, რადგან მათ შორის ჯიჰადისტები უფრო გაძლიერდნენ, ვიდრე ზომიერი მებრძოლები. კრაუტჰამერის თქმით, ამერიკა სწორედ ზომიერების შეიარაღებას უნდა ეცადოს. 

გაეროს ინფორმაციით, 2-წლიან სამოქალაქო ომს, სულ მცირე, 93,000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

 

 

 

კომენტარები