უმაღლესი განათლება

ნორლანდი: კანონპროექტის სწრაფად მიღება, შესაძლოა, სასარგებლო არ იყოს

georgia.usembassy.gov


საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი მიიჩნევს, რომ უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების სწრაფად, გააზრების გარეშე შეტანა, შესაძლოა, სასარგებლო არ იყოს:

"უმაღლესი განათლების შესახებ კანონი განხილვის საგანია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აკადემიური და სამეცნიერო თავისუფლების პრინციპი იყოს უზრუნველყოფილი. მნიშვნელოვანია კანონპროექტების განხილვა და მიღება, მაგრამ ამ ნაბიჯების სწრაფად, იმის გააზრების გარეშე გადადგმა, თუ რა შედეგები მოჰყვება მას სამეცნიერო და აკადემიური თავისუფლებისთვის, შესაძლოა, არ იყოს სასარგებლო", - აცხადებს ნორლანდი.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში დაჩქარებული წესით განსახილველად განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი შევიდა, რომელიც უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. 11 ივნისს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა ხმათა უმრავლეობით კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

კომენტარები