სიმონ ჯანაშია

უმაღლესებში ასისტენტ-პროფესორებისთვის თანამდებობებზე საკვალიფიკაციო მოთხოვნების წაყენებით პრინციპში უამრავი რამე შეიცვლება. თუ უნივერსიტეტები გაუშვებენ ასისტენტ-პროფესორებს, რომლებსაც დოქტორის ხარისხი არ აქვთ, მაშინ: ის კურსები, რომლებსაც ეს ხალხი კითხულობს, ან გაუქმდება ან სხვამ უნდა წაიკითხოს. თუ ამ კურსებს სხვები არ წაიკითხავენ, მაშინ ზოგიერთი პროგრამა დაიხურება. ასევე პრობლემები შეექმნება უნივერსიტეტების აკრედიტაცია-ავტორიზაციასაც. ამას ეს მთავრობა, ოპოზიციაში რომ იყო მაშინ, "უნივერსიტეტების დანგრევას" უწოდებდა ხოლმე

კომენტარები