საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ეროვნული უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა ხვალ გაიმართება.
სხდომა 18.00 საათზე, პრეზიდენტის სასახლეში ჩატარდება.
"სხდომაზე ISAF-ის საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილე ქართულ შენაერთებზე განხორციელებული თავდასხმისა და ქართველი სამხედროებისა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეო კლიპების გავრცელებისა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები განიხილება", - აღნიშნულია უშიშროების საბჭოს განცხადებაში.