ISAF-ის მისია

მარგველაშვილი: გადანაწილებული იყო, მთავრობიდან ვინ დაესწრებოდა სამგლოვიარო ცერემონიას

ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ჩამოსვენების ცერემონიალი
facebook.com/SaakashviliMikheil

განათლების მინისტრის, ვიცეპრემიერისა და ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის ჯარისკაცების ჩამოსვენების სამგლოვიარო ცერემონიას არ დაესწრო, რადგან მთავრობიდან ცერემონიაზე დამსწრე პირები გადანაწილებულნი იყვნენ.

"გადანაწილებული იყო მთავრობიდან, თუ ვინ იქნებოდა. სულ ეს არის ჩემი პასუხი", - განუცხადა ტაბულას გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, ავღანეთში დაღუპული შვიდი ქართველი სამხედრო 9 ივნისს გამთენიისას ჩამოასვენეს. სამხედრო თვითმფრინავს თბილისის აეროპორტში პრეზიდენტი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, უშიშროების საბჭოს მდივანი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დახვდნენ. აეროპორტში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიას არ ესწრებოდნენ პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი და მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი.

მოგვიანებით, ნეტგაზეთმა გაავრცელა პრემიერმინისტრის პრესამსახურის კომენტარი, სადაც ნათქვამია, რომ ივანიშვილი რეგიონში შიდა სამუშაო, არასაჯარო შეხვედრებზე იმყოფებოდა და ამიტომ ვერ შეძლო ცერემონიაზე დასწრება.

კომენტარები