შსს

ღარიბაშვილი: აქტიურად ვმუშაობთ იმის დასადგენად, თუ საიდან აიტვირთა ვიდეო

ირაკლი ღარიბაშვილის Facebook-ის გვერდი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო თალიბანის სახელით გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით აქტიურ გამოძიებას აწარმოებს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება მედიას სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა გააცნო. განცხადებაში ნათქვამია, რომ შს სამინისტრო აქტიურად მუშაობს იმის დასადგენად, თუ საიდან აიტვირთა ვიდეო - რომელი ქვეყნიდან და IP მისამართიდან.

მინისტრის განცხადებით, გამოძიებას აქტიურად ეხმარებიან უცხოელი პარტნიორები. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

კომენტარები