იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატთა ვინაობა ცნობილია

parliament.ge

პარლამენტს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის 45 კანდიდატურა, ხოლო მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის პოზიციაზე 5 კანდიდატურა წარედგინა. 
კანდიდატთა ვინაობის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე განთავსდა. 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებად პარლამენტს განსახილველად შემდეგი კანდიდატურები წარედგინა:

გიორგი თუმანიშვილი, რომელიც ილიას უნივერსიტეტმა დაასახელა, ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ დასახელებული ლევან ხეცურიანი, ჯემალ გახოკიძე და მამუკა სონღულაშვილი; ზურაბ ძლიერიშვილი (გურამ თავართქილაძის, გრიგოლ რობაქიძის, აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტები, ასევე "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო", "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"), კახაბერ სოფრომაძე (თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია), მადი ჩანტლაძე (კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი), გიორგი თევზაძე (ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია), ირაკლი ბრეგაძე (მედიაკავშირი "ობიექტივი"), ვახტანგ თორდია (საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი), გიორგი გიორგაძე (გორის სახელმწიფო და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტები), გოჩა მამულაშვილი (კავკასიის უნივერსიტეტი), გია მეფარიშვილი (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი), იმედა დვალიძე (ადვოკატთა ასოციაცია), ცისმარი ონიანი (ადვოკატთა ასოციაცია), ეკატერინე გასიტაშვილი (ადვოკატთა ასოციაცია), ზაურ გურგენიძე (ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებებისთვის"), ზურაბ ჯიბღაშვილი (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი), ოთარ ბენიძე (აფხაზეთის დევნილთა კავშირი), მაია სულხანიშვილი (ერთსულოვნება საზოგადოებრივი უფლებებისთვის და საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია), ირმა მახათაძე (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი), მარიამ ცისკაძე (საქართველოს უნივერსიტეტი), ბექა ქანთარია (საქართველოს უნივერსიტეტი), მალხაზ ბეგიაშვილი (საქართველოს უნივერსიტეტი), მარიამ პაპოშვილი (ახალგაზრდა იურისტთა კავშირი), ლევან ბერიძე (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისია), ევა გოცირიძე (საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი), იური ტაბუცაძე (კავკასიის უნივერსიტეტი), ნაზიბროლა ჯანეზაშვილი (ახალგაზრდები სამართლიანობისთვის საქართველო"), ვასილ გონაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), მორის შალიკაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), დავით კერესელიძე (საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, "კონსტიტუციის 42-ე მუხლი"), გიორგი გოგიაშვილი (საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი), ირმა მერებაშვილი (თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი "გორგასალი"), არჩილ ლორია (თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი), დავით სულაქველიძე (თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი), ავთანდილ აბაშიძე (ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი), კახა წიქარიშვილი ("კონსტიტუციის 42-ე მუხლი", ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია), ლეილა არხოშაშვილი (ერთსულოვნება საზოგადოებრივი უფლებებისთვის, ზურაბ ყვავაძე (საქართველოს ახალგაზრდა და ამაგდარ პედაგოგთა ასოციაცია), ნინო ბაქაქური (თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია), გელა ჩივაძე (სრულიად საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა მიმართ სამართლიანობის დაცვის ორგანიზაცია), როინ მიგრიაული (საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის) და ინგა ბერიძე (საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის).

საქართველო საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატებად კი სახელდებიან:

ქეთი ბექაური (ადვოკატთა ასოციაცია), ნინო ნიშნიანიძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი), გიორგი გიორგაძე (საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო), მერაბ ჩიქოვანი (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) და გიორგი ტურაზაშვილი (საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის).

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ადვოკატთა ასოციაცია, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია პარლამენტს წარუდგინოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მაქსიმუმ 3 კანდიდატი და საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის თითო კანდიდატი.

ფორმალური პროცედურების გავლის შემდეგ, წევრების არჩევის პროცესი პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს, რაც საერთო სასამართლოების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახალი წესით მოხდება. 

პარლამენტი ფარული კენჭისყრით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექვს წევრსა და საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის ორ წევრს აირჩევს. 

კომენტარები