სოციალურად დაუცველები

თბილისის მერიასთან სოციალურად დაუცველთა აქცია მიმდინარეობს

tbilisi.gov.ge

თბილისის მერიასთან სოციალურად დაუცველთა საპროტესტო აქცია იმართება. ტერიტორიაზე 30-მდე ადამიანი იმყოფება. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. 

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, მოხდეს უსახლკარო სოციალურად დაუცველების საცხოვრებელიფართებით უზრუნველყოფა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თბილისის მერის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ. 

სოციალურად დაუცველები ასევე აპროტესტებენ შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა და თბილისის მერიის ერთობლივ პროექტს, რომლითაც განისაზღვრა კრიტერიუმები საცხოვრებელი ფართების უზრუნველყოფისთვის. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ უმრავლესობა ამ კრიტერიუმებში ვერ ჯდება. 

 

კომენტარები