სოზარ სუბარი

ავსტრიაში, ქალაქ გრადში არის მაღალი უსაფრთხოების ციხე, სადაც 300-მდე კაცია და მათში 6 ქართველია. იცით, რა ქნეს ქართველებმა? მაყურებლებად დასხდნენ და "ობშჩიაკს" კრეფენ. რამდენიმე რუსი ე. წ. პეხოტად ჰყავთ, რომლებიც მათ დავალებებს ასრულებენ. ციხის უფროსი გადარეულია, ამათ ვერაფერი მოვუხერხეო. ეს ხდება მაღალი უსაფრთხოების ციხეში, სადაც მხოლოდ სამასი პატიმარია და მე როგორ უნდა გავაკეთო ეს უცბად ჩვენს ციხეებში? არ შეიძლება, ამხელა ციხეები ისე მართო, თუ ბაჩოს მეთოდებს არ გამოიყენებ. ბაჩოს მეთოდები კი არ გვინდა, რადგან ვიცი, დანაშაულს დანაშაულით ვერ შეებრძოლები

სასჯელაღსრულების მინისტრი კვირის პალიტრასთან საუბრობს.

კომენტარები