ოკუპირებული ტერიტორიები

დიმიტროვი: შეინიშნება გარკვეული მოძრაობები იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველო აკონტროლებს

eeas.europa.eu

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ევროკავშირის წარმომადგენელს საქართველოში ფილიპ დიმიტროვს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა განაცხადეს, მათ  შიდა ქართლში, რუსი სამხედროების მიერ ე.წ ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევის ფაქტთან დაკავშირებით ისაუბრეს. 

ფილიპ დიმიტროვის თქმით, ეს საკითხი, რომელიც შეხვედრაზე იქნა განხილული, ძალიან სერიოზულია და სერიოზულ კითხვებს ბადებს.

"საკითხს, რომელიც ჩვენ განვიხილეთ, ძალიან სერიოზულად აღვიქვამთ. ფაქტია, რომ შეინიშნება გარკვეული მოძრაობები იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველო აკონტროლებს. ეს საკითხი სერიოზულ კითხვებს ბადებს და სწორედ ამის გამო ვართ ჩვენ აქ, რათა ვისაუბროთ სავარაუდო რეაქციაზე", – აღნიშნა დიმიტროვმა. 

კომენტარები