ევროკავშირის მისია

ევროკავშირი დიცთან ახალი მავთულხლართების გავლებას აკვირდება

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დიცთან ახალი მავთულხლართების გავლებას აკვირდება, ნათქვამია მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების მიხედვით, ამ თემაზე ინფრომაციის გაცვლა ცხელი ხაზის საშუალებითაც ხორციელდებოდა. 

"გადაადგილების თავისუფლება არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. პატრული მაშინვე გაგზავნილ იქნა ადგილზე ამ ფაქტის დასადასტურებლად და მოვლენების დაკვირვების მიზნით. ამ საკითხს ალბათ განიხილავენ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შემდეგ შეხვედრაზე, 31 მაისს", - ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.

რუსმა მესაზღვრეებმა სოფელ დიცთან მავთულხლართები გაავლეს. შსს-ის ცნობით, ეს კანონდარღევაა და აღნიშნული უკანონო ქმედების საკითხს 31 მაისს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე დააყენებენ.

კომენტარები