მერაბიშვილის დაკავება

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მერაბიშვილი პატიმრობაში დატოვა

Reuters

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი პატიმრობაში დატოვა - ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსი იუწყება.

 სააგენტოს ცნობით, სააპელაციო სასამართლომ მერაბიშვილის ადვოკატების სარჩელი ცოტა ხნის წინ განიხილა და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ადვოკატები საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდნენ, რომლითაც ვანო მერაბიშვილს წინასწარი პარიმრობა მიესაჯა.

ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, ასევე კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულ ზურაბ ჭიაბერაშვილი, 21 მაისს დააკავეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჭიაბერაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით 20 ათასი ლარის გირაო შეეფარდა, მერაბიშვილს კი - წინასწარი პატიმრობა.

კომენტარები