აქცია

მთავარ პროკურატურასთან ორი აქცია გაიმართა

www.tabula.ge

მთავარი პროკურატურის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე ორი აქცია დასრულდა. პოლიციამ კორდონი მოხსნა, აღდგენილია სატრანსპორტო მოძრაობა.

მთავარი პროკურატურის წინ დღეს ორი პარალელური აქცია გაიმათა. მოქალაქეთა ჯგუფის მიერ ორგანიზებული აქციის ლოზუნგი იყო „კანონი უზენაესია", მისი მონაწილეები 17 მაისის მოვლენებში მონაწილე პირების კანონის შესაბამისად დასჯას მოითხოვენ. მეორე აქციის ორგანიზატორი ეროვნული ფრონტი კი „ლგბტ პროპაგანდის" აკრძალვას ითხოვს და შესაბამისი შინაარსის კანონპროექტს ამზადებს.

ორივე აქციაში 20-მდე ადამიანი მონაწილეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

კომენტარები