მოსკოვი

მოსკოვში პოლიციამ ათობით LGBT უფლებადამცველი დააკავა

სანქტ-პეტერბურგი, 1 მაისი
news.sky.com/

მოსკოვში პოლიციამ ათობით გეი-აქტივისტი დააკავა.

მას შემდეგ, რაც მოსკოვის ხელისუფლებამ სექსუალური უმცირესობების უფლებადამცველებს აქციების ჩატარების ნებართვაზე უარი უთხრა, LGBT აქტივისტებმა მოსკოვის ცენტრში დემონსტრაციის ჩატარება მაინც სცადეს.

საბოლოოდ, მათსა და რელიგიური სიმბოლიკით აღჭურვილ ანტი-გეი აქტივისტებს შორის რუსეთის სახელმწიფო დუმის წინ ჩხუბი ატყდა. შედეგად, პოლიციამ ათობით LGBT უფლებადამცველი დააკავა და ავტობუსებით წაიყვანა.

რუსეთში სექსუალური უმცირესობები დისკრიმინაციასა და მათ მიმართ განხორციელებულ ძალადობას უჩივიან, პარალელურად, კანონმდებლებები არასრულწლოვანებს შორის „გეი პროპაგანდის" აკრძალვას განიხილავენ.

კომენტარები