აქცია

აქციებთან დაკავშირებით, პროკურატურასთან მობილიზებულია პოლიცია

facebook.com/OfficialPOG

ამ დროისთვის საქართველოს მთავარ პროკურატურასთან პოლიციაა შეკრებილი. სამართალდამცავებს კორდონი აქვთ გაკეთებული.

მობილიზების მიზეზი უწყებასთან მიმდინარე და დაგეგმილი აქციებია. დღის ორი საათიდან აქციას „ეროვნული ფრონტი" მართავს, სამ საათზე კი პროკურატურის შენობასთან მოქალაქეთა ჯგუფი გეგმავს შეკრებას და აქცია გაიმართვას, სახელწოდებით „კანონი უზენაესია". 15:00 საათზე დაანონსებული აქციის მონაწილეები ჯერ არ შეკრებილან.

შეგახსენებთ, ორი აქცია ასევე გაიმართა გუშინ, 24 აპრილს. დედაენის ბაღში მოქალაქეებმა 17 მაისს განვითარებული მოვლენები აქციით „არა თეოკრატიას" გააპროტესტეს. კონტრაქცია ჩაატარა „ეროვნულმა ფრონტმაც".

კომენტარები