გიგი უგულავა

არც სააკაშვილის ადვოკატი ვარ და არც ივანიშვილის ბრალმდებელი. სააკაშვილის გამონათქვამი 17 მაისის მოვლენებზე ერთ ნაწილში არ მომეწონა და ამას ღიად ვამბობ. განცხადებაში ფაქტები არასწორად იყო დალაგებული, რადგან აქციის დღეს ქაშუეთში პანაშვიდი არ მიმდინარეობდა, პანაშვიდი წინა დღეს იყო. ამიტომ, ამ ფაქტებით მანიპულირება არასწორად მიმაჩნია და ასეთ საკითხებში ჩვენ უნდა ვიყოთ მკაფიოები. ივანიშვილის განცხადებაც, ისევე, როგორც სააკაშვილის, ძირითადად სწორი იყო, მაგრამ ორივეს ჰქონდა დეტალი, რომელსაც მე კეკლუცობის დეტალს დავარქმევდი. ივანიშვილის შემთხვევაში ეს იყო სიტყვები – "მე მომაწოდეს ინფორმაცია, რომ გარედან დაფინანსებული მესამე ძალის მიერ იმართებოდა პროცესი". ეს ძალიან ჰგავს დამრბევების და მისი საყვარელი გაზეთის რიტორიკას

გიგი უგულავა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა "აქცენტებში" პრეზიდენტის და პრემიერის განცხადებებს გამოეხმაურა.

კომენტარები