ევროკავშირი

დიმიტროვი: პრემიერმა ჩვენგან უფრო მეტი კომენტარი მოისმინა, ვიდრე კითხვები

ფილიპ დიმიტროვი
wkipedia

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა ბიძინა ივანიშვილისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრემიერმა მათგან უფრო მეტი კომენტარი მოისმინა, ვიდრე შეკითხვები. 

მისი განმარტებით, მათ 17 მაისს განვითარებული მოვლენები და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება განიხილეს. ევროკავშირის ელჩი იმედოვნებს, რომ "ყველა ამ საკითხს საქართველო თავს გაართმევს".

"ჩვენ განვიხილეთ 17 მაისის მოვლენები და, რასაკვირველია, ყოფილი პრემიერმინისტრისა და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დაპატიმრება. პრემიერმინისტრმა ჩვენგან მოისმინა უფრო მეტად კომენტარები, ვიდერე შეკითხვები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველო თავს გაართმევს ყველა ამ საკითხს. ჩვენ ასევე წამოვჭერით საკითხი იმ მოვლენების შესახებ, რაც განვითარდა მას შემდეგ, რაც ზოგიერთ ადამიანს თავს დაესხნენ და ზოგადად სიძულვილის შესახებ, რომლისგანაც ადამიანებმა თავი უნდა შეიკავონ", - აღნიშნა დიმიტროვმა.

კომენტარები