17 მაისის მოვლენები

ივანიშვილი: ხელისუფლებამ სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა იდეალურად ვერ მოახერხა

დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრისას საქართველოს პრემიერმინისტრმა 17 მაისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და პოლიციამ სექსუალური უმცირესობების უფლებათა დაცვა იდეალურად ვერ მოახერხა. პრემიერის თქმით, ახალი ხელისუფლების სურვილი იყო, 17 მაისის აქცია მაქსიმალურად მშვიდობიანი ყოფილიყო და სექსუალური უმცირესობების უფლებები დაეცვა. 

"სამწუხაროდ, პოლიციამ და ახალმა ხელისუფლებამ ეს იდეალურად ვერ მოახერხა. 17 მაისს განვითარებული მოვლენები ჩვენი საზოგადოების სირცხვილი იყო, მაგრამ შექმნილ ვითარებაში პოლიციის ქმედებას ადეკვატურს დავარქმევდი. სამართალდამცავები ცდილობდნენ მაქსიმუმს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. 

 

კომენტარები