დიპლომატებთან შეხვედრა

ივანიშვილი ელჩებს ხვდება

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI?fref=ts

პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი სასტუმრო ჰოლიდეი ინში საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ხვდება. შეხვედრის დაწყებამდე არცერთ მხარეს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც პრემიერმინისტრის მრჩეველმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, დღევანდელი შეხვედრა ელჩების ინიციატივით იმართება. მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოში აკრედიტებული ყველა ელჩია მიწვეული. პრემიერმინისტრის მრჩეველი ვარაუდობს, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს 17 მაისს განვითარებულ პროცესებსა და ყოფილი მაღალი რანგის თანამდებობის პირების დაკავებასთან დაკავშირებით კითხვები ექნებათ.

 შეხვედრა მედიისთვის დახურულია.

კომენტარები