NBA - პლეი-ოფი

სპურსი გრიზლისსთან სერიაში 2-0 დაწინაურდა

სან ანტონიო სპურსი - მემფის გრიზლისი
nba.com

სან ანტონიო სპურსმა მემფის გრიზლისი ოვერტაიმში ანგარიშით 93-89 დაამარცხა. გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ტიმ დანკანმა, ტექსასელები კი პლეი-ოფის სერიაში უკვე 2-0-ს იგებენ.

მიუხედავად იმისა, რომ სპურსის კალათბურთელები ბოლო მეოთხედში 14 ქულით იგებდნენ, უკანასკნელი 4 წუთი ძალიან ცუდად ითამაშეს და მემფისმა თამაშის ოვერტაიმში გადაყვანა მოახერხა.

დამატებით ტაიმში ტიმ დანკანმა გაიბრწყინა, პირველი 6 ქულა სწორედ მის ანგარიშზე იყო და ახლა სპურსი სერიის მესამე შეხვედრისთვის ემზადება.

მემფისელთა რიგებში ზაკ რენდოლფს 15 ქულა და 18 მოხსნა ჰქონდა, კონლიმ კი 18 ქულის მოგროვება შეძლო.

სან ანტონიოდან ყველაზე მეტი ქულა დანკანს ჰქონდა - 17, ტონი პარკერმა 15 ქულა და 18 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

გრიზლისმა უკვე მოახერხა ლოს-ანჯელეს კლიპერსის დამარცხება, როდესაც სერიაში 0-2-2 აგებდა. მემფისელი გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ მათი საყვარელი გუნდი იმავეს გამეორებას სან ანტონიო სპურსის შემთხვევაშიც შეძლებს.

 

კომენტარები