17 მაისის მოვლენები

შსს-მ 17 მაისის ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს ბრალი წაუყენა

Police.ge

17 მაისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს, სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილსა და იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაიას ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

"გამოძიება შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფის, უკანონოდ და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე სსკ-ის 161-ე მუხლის 1-ლი ნაწილით  მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, გამოძიება გრძელდება.

 

კომენტარები