განათლების მინისტრმა და ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა, ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მიმართ სასამართლოს მიერ გუშინ გამოტანილი გადაწყვეტილება შეაფასა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ადეკვატურია.
რაც შეეხება საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებებს, მარგველაშვილის თქმით, "ამგვარი განცხადებების გავრცელება ნორმალურია".
"გუშინ გავრცელებულ განცხადებებში იმედი იყო გამოთქმული, რომ ისინი სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლებენ. ასეთი განცხადებები ყოველთვის კეთდება, როდესაც ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებს აკავებენ", - აღნიშნა მარგველაშვილმა.





