17 მაისის მოვლენები

პეტიცია 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით

ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით მოქალაქეთა განცხადების პრეზენტაცია გაიმართა. მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს გადაეგზავნებათ და მას ამ დროისთვის ხელს 12 ათასზე მეტი ადამიანი აწერს.

პეტიციაზე ხელმომწერები, 17 მაისის აქციაზე მომხდარი ინციდენტების ობიექტურ გამოძიებას და ყველა მოძალადისა თუ მათი წამქეზებლის, კანონის შესაბამისად დასჯას ითხოვენ.

ელექტრონულ განცხადებაზე ხელის მოწერის მსურველთათვის, სპეციალურად ახალი საიტი sazogadoeba.com შეიქმნა.

კომენტარები