17 მაისის მოვლენები

ბრიჯიტ ბრინკი: მხარს ვუჭერთ იმას, რომ მოძალადეებმა პასუხი აგონ

Timer.ge

აშშ–ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ბრიჯიტ ბრინკმა 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრების უფლება და ”ეს პრინციპი არ უნდა დაირღვეს”.

"მე რამდენადაც ვიცი, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწარმოებს გამოძიებას, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ქმედებას და იმას, რომ ვინც ძალადობაზე იყო პასუხისმგებელი, პასუხი აგოს", - აღნიშნა ბრიჯიტ ბრინმა, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დასრულების შემდეგ.

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ქართველ პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა.

"ეს არის დიდი პატივისა და ღირსების დღე. რა საკვირველია, პოლიცია იცავს საქართველოს მოქალაქეებს, მაგრამ მე ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს პოლიციას იმისთვის, რომ ისინი იცავენ დიპლომატიურ მისიებსაც და ჩემს თანამშრომლებს", - აღნიშნა ბრიჯიტ ბრინკმა. 

კომენტარები