აქციის დარბევა

ზურაბ ჯაფარიძე აქციის დარბევასთან დაკავშირებით

17 მაისის ლგბტ აქციასა და მის დარბევას გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე: "ეს არის სირცხვილი, რაც მოხდა. ეს არის იმ დაუსჯელობის სინდრომის შედეგი, რომელიც საქართველოშია დაწყებული გასული წლის ოქტომბრიდან. ეს არის შედეგი იმისა, რომ ადამიანი, რომელიც იყო ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში გამოირჩეოდა აგრესიული რიტორიკით ეთნიკური უმცირესობებისადმი, რომელმაც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გალახა ასაკოვანი ადამიანი, დღემდე იკავებს პოლიციის აკადემიის პრორექტორის თანამდებობას".

კომენტარები