17 მაისის აქცია

პროტესტი ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით

დღეს, 16 მაისს, პარლამენტის ძველ შენობასთან აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც, 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის გამართვას ეწინააღმდეგებიან.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ "გარყვნილების პროპაგანდა" ქუჩებში დაუშვებელია, განსაკუთრებით კი იმ ადგილას, სადაც ქაშუეთის ტაძარი და 9 აპრილის მემორიალია.

12 არასამთავრობო ორგანიზაცია და მათი მხარდამჭერები, ხვალინდელი აქციის წინააღმდეგ, თავისუფლების მოედანზე დილის 9 საათიდან აპირებენ შეკრებას.

11 საათიდან მათ სასულიერო პირები და მრევლი შეუერთდებათ. ორგანიზაცია იდენტობის ორგანიზებული, ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქცია ამავე ადგილას, 12 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. 

კომენტარები