ქართველი სამხედროები ავღანეთში

მთავრობა 16 მაისის გლოვის დღედ გამოცხადების ინიციატივით გამოდის

http://www.government.gov.ge/index.php?lang_id=E&sec_id=153&info_id=30071

საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს ინიციატივით, ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის პატივსაცემად, 16 მაისის გლოვის დღედ გამოცხადების შესახებ. 

ავღანეთში 16 მაისს გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეების – უმცროს სერჟანტ ზვიად დავითაძის, კაპრალ ალექსანდრე კვიწინაძისა და კაპრალ ვლადიმერ შანავას ცხედრებს, საქართველოში 16 მაისს გადმოასვენებენ.

შეგახსენებთ, ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროების ბაზაზე, მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა. ქართველმა სამხედროებმა თავდასხმა მოიგერიეს, რა დროსაც კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა დაიღუპნენ.

კომენტარები