შსს

სპეცოპერაცია ქურდული სამყაროს წინააღმდეგ

Police.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში, იმერეთსა და თბილისში ქურდული სამყაროს 12 წევრი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი დააკავეს. მათი უმრავლესობა წარსულში მძიმე დანაშაულებისთვის არის ნასამართლევი.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ე. წ. ქურდულ სამყაროს აღიარებენ და სხვადასხვა სარგებლის მიღების მიზნით, ქურდული კანონების შესაბამისად, სპეციალური წესების დაცვით მოქმედებდნენ და მიზანმიმართულად ცდილობდნენ ქურდული სამყაროს ინტერესების საზოგადოებაში დანერგვასა და განმტკიცებას.გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დაკავებულები ქვეყნის გარეთ მყოფი ე. წ. კანონიერი ქურდების გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. ისინი ქურდული სამყაროს მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი პირებისგან კონკრეტულ დავალებებს იღებდნენ და ასრულებდნენ.გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ს 223–პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს)."- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს განცხადებამდე ამ ოპერაციის შესახებ ინფორმაცია რუსთავი 2-მა დაკავებულთა ადვოკატებზე დაყრდნობით გაავრცელა. მათი ინფორმაციით, პოლიციას მტკიცებულების სახით დაკავებულების სკაიპის ჩანაწერები და მიმოწერა აქვს.

კომენტარები