ფარული ჩანაწერი

უსუფაშვილი: შს მინისტრის მოადგილის დაკავება პოლიტიკური და სამართლებრივი დატვირთვის ფაქტია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, გელა ხვედელიძის დაკავებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა. უსუფაშვილის თქმით, ხვედელიძის დაკავება ორდინალური მოვლენა არ არის და ეს პოლიტიკური და სამართლებრივი დატვირთვის ფაქტია. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მინისტრის მოადგილის დაკავება შინაგან საქმეთა მინისტრის სერიოზული და კომპლექსური გადაწყვეტილება იყო. 

"გელა ხვედელიძე პირადად დაახლოებით ერთი წლის წინ გავიცანი. მან უზარმაზარი შრომა ჩადო წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას და იყო ერთ-ერთი საყრდენი პირი ჩვენს საარჩევნო შტაბში. ვიცი, რომ ძალიან ენერგიულად მუშაობდა ბევრი მიმართულებით. ამ წუთამდე გაოგნებული ვარ, რატომ და როგორ მოუვიდა შეცდომა, რომელზეც შინაგან საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. ადამიანურად, რა თქმა უნდა, თანავუგრძნობ, მაგრამ სახელმწიფო ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობა, კანონის უზენაესობა და ის, რომ მსგავსი ფაქტები დაუსჯელი არ დარჩეს, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს რეალურად ასე მოხდა", - აღნიშნა უსუფაშვილმა. 

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილის ფარული ჩანაწერის გავრცელება ედება ბრალად. 

კომენტარები