ტერაქტი

თურქეთი სირიის რეჟიმს ეჭვმიტანილად ასახელებს

ტერაქტის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა
Reuters

თურქეთის ვიცეპრემიერის ბოულენთ არინკის განცხადებით, სირიის საზღვართან ქალაქ რეინხალიში მომხდარი აფეთქების ორგანიზებაში სირიის მმართველი რეჟიმია ეჭვმიტანილი.

"სირიის რეჟიმის სადაზვერვო სამსახურისა და შეიარაღებული ორგანიზაციების შესაძლებლობები საშუალებას გვაძლევს მათ ჩვეულებრივი ეჭვმიტანილები ვუწოდოთ. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ოფიციალური განცხადებები მხოლოდ თვითმხილველების ჩვენებებისა და დაზვერვის ანგარიშების შესწავლის შემდეგ გაკეთდება", - განაცხადა ვიცეპრემიერმა.

11 მაისს მომხდარი ორი აფეთქების შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა. ქალაქში, სადაც ტერაქტი მოხდა, ათასობით სირიელი დევნილი იმყოფება. თურქეთის მთავრობა აცხადებს, რომ მანამდე, სანამ გამოძიება დასრულდება, რაიმე საპასუხო ზომები არ განხორციელდება. თურქეთს მხარდაჭერა შეერთებულმა შტატებმა და NATO-მ აღუთქვეს. ოფიციალური დამასკო ტერაქტთან რაიმე კავშირს უარყოფს. 

კომენტარები