რესპუბლიკური პარტია

უსუფაშვილი: რესპუბლიკურ პარტიას საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლება

ტაბულა

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნაც­ხა­და, რომ რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ას საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი არ ეყო­ლე­ბა.

მი­სი გან­ცხა­დე­ბით, რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის კან­დი­და­ტი არ იქ­ნე­ბა არც პრე­მი­ე­რის მი­ერ ხსე­ნე­ბუ­ლი ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძე და არც სხვე­ბი.

"კან­დი­და­ტე­ბი რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ას არ გვე­ყო­ლე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხმა­ლა­ძე­ზე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, ხმა­ლა­ძე არ ქცე­უ­ლა და არც იქ­ცე­ვა ჩვე­ნი პარ­ტი­ის კან­დი­და­ტად. ამ კონ­კრე­ტულ სა­კით­ხში ჩვენ ვართ მთლი­ა­ნად კო­ა­ლი­ცი­ურ რე­ჟიმ­ში. რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი მი­ვი­ღებთ გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბას ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცი­ით. მე არ ვიქ­ნე­ბი კან­დი­და­ტი. და­ნარ­ჩე­ნი ვინ იქ­ნე­ბა, ამა­ზე, რო­გორც ით­ქვა, კო­ა­ლი­ცი­ის პო­ლიტ­საბ­ჭო უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში იმ­სჯე­ლებს და გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. ეს იქ­ნე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ში­და პარ­ტი­უ­ლი წე­სით. ჩვენ არ მი­ვე­ცით თავს უფ­ლე­ბა, რომ გვე­უ­სა­უბ­რა სა­ჯა­როდ, ვინ ვი­სი ფა­ვო­რი­ტია, რად­გან ეს არ იქ­ნე­ბო­და სე­რი­ო­ზუ­ლი", - აღ­ნიშ­ნა და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა. 

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის თქმით, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რაობის ვერ­ცერ­თი კან­დი­და­ტი, სე­რი­ო­ზულ კონ­კუ­რენ­ცი­ას ვერ გა­უ­წევს ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის კან­დი­დატს. 

"მა­თი ვერ­ცერ­თი კან­დი­და­ტი ვერ იქ­ნე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­კუ­რენ­ტი. ეს არის არა ჩე­მი მო­საზ­რე­ბა, არა­მედ მო­სახ­ლე­ო­ბის, ამომ­რჩევ­ლე­ბის მო­საზ­რე­ბა, ამი­ტომ ამ ნა­წილ­ში მარ­ტი­ვად გვაქვს საქ­მე", - გა­ნაც­ხა­და უსუ­ფაშ­ვილ­მა. 

კომენტარები