ვიზიტი აზერბაიჯანში

საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

www.facebook.com/SaakashviliMikheil?fref=ts

საქართველოს პრეზიდენტი ბაქოში მართავს ვიზიტს. იგი უკვე შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და ასევე დაესწრო სამხრეთ კავკასიის ფორუმის გახსნის ცერემონიას. პრეზიდენტის Facebook-ის ოფიციალური გვერდი აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილის აზერბაიჯანში ვიზიტის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას.
აზერბაიჯანელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრისას, "ლიდერებმა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება მათ იმ პროექტებზე გაამახვილეს, რომლებსაც ქართული და აზერბაიჯანული მხარე ერთობლივად ახორციელებს. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილი და ილჰამ ალიევი ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობის საკითხებს შეეხნენ და აღნიშნეს, რომ ამ სარკინიგზო მაგისტრალს ორივე ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს", - ნათქვამი სააკაშვილის Facebook-ის ოფიციალური გვერდით გავრცელებულ განცხადებაში.
რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის ფორუმს - აღნიშნული კონფერენცია ნიზამი განჯავის საერთაშორისო ცენტრისა და მადრიდის კლუბის მიერაა ორგანიზებული. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა. ფურუმის მონაწილეებს კი უკვე მიესალმნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი, იორდანიის დედოფალი, ლატვიის პრეზიდენტი (1999-2007), ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი (1994-2002).

კომენტარები