ვიზიტი აზერბაიჯანში

ივანიშვილი არტურ რასიზადესა და ილჰამ ალიევს შეხვდება

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება, სადაც შეხვედრებს დღეს დილიდან გამართავს. 
 ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი აზერბაიჯანელ კოლეგა არტურ რასიზადეს და პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება.
ბაქოში საქართველოდან 7-კაციანი დელეგაცია გაემგზავრა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის გარდა, საგარეო საქმეთა, ენერგეტიკისა და ეკონომიკის მინისტრები – მაია ფანჯიკიძე, კახა კალაძე და გიორგი კვირიკაშვილი, ასევე, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კოტე სურგულაძე არიან.
ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი ურთიერთობების გარდა, განხილვის ერთ-ერთი თემა ბუნებრივი აირის ტარიფთან დაკავშირებული საკითხი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას, მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის მთავრობას ბუნებრივი აირის დაბალ ფასად მოყიდვისთვის და აღნიშნა, რომ მისი გაიაფება მხოლოდ სიმბოლურად შეიძლება. 

 მთავრობის დელეგაცია  საქართველოში ხვალ დაბრუნდება.

კომენტარები