შსს

შსს: ტამერლან ცარნაევი საქართველოში ნამყოფი საერთოდ არ არის

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რუსული გამოცემა იზვესტიას ინფორმაციას  უარყოფს. ნინო გიორგობიანის განმარტებით, ბოსტონის ტერაქტის მოწყობაში ბრალდებული, ტამერლან ცარნაევი საქართველოში ნამყოფი საერთოდ არ არის. 
რაც შეეხება გრიგოლ ჭანტურიას, რომლის ანგარიშსაც რუსული გამოცემა საკუთარი ინფორმაციის წყაროდ ასახელებს, გიორგობიანის ცნობით, ამ სახელით და გვარით შსს-ში არავინ მუშაობს და არც ადრე მუშაობდა. 

შეგახსენებთ, რუსული გამოცემა იზვესტია წერს, რომ ბოსტონის ტერაქტის მოწყობაში ბრალდებული ტამერლან ცარნაევი საქართველოში სემინარებში მონაწილეობდა, რომელსაც საქართველოს სპეცსამსახურები აწყობდნენ ჩრდილოკავკასიელების გადმობირების მიზნით. გამოცემა ირწმუნება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დოკუმენტები ხელში ჩაუვარდა.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს პოლკოვნიკის, გრიგოლ ჭანტურიას ანგარიშის თანახმად, რომელიც მან შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგინა, კავკასიური ფონდი ჯეიმსთაუნის ფონდთან ერთად 2012 წელს ატარებდა ღონისძიებებს და სემინარებს კავკასიის, მათ შორის მისი რუსული ნაწილის ახალგაზრდა მცხოვრებლებისთვის. რამდენიმე სემინარში მონაწილეობდა ტამერლან ცარნაევიც, რომელიც 2012 წლის ივლისიდან რუსეთში იმყოფებოდა", - წერს იზვესტია.

კომენტარები