1 მაისის აქცია

მარგველაშვილი: ქუჩაში გამოსვლისას, პასუხისმგებელი ხარ პროვოკაციის აღკვეთაზეც

ტაბულა

გი­ორ­გი მარ­გველ­შვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ 1 მა­ი­სის აქ­ცი­ა­ზე, რიგ შემ­თხვე­ვებ­ში, ძა­ლა­დო­ბის გა­მოვ­ლე­ნა მოხ­და, პო­ლი­ცი­ამ კი წეს­რი­გი და­იც­ვა - ამის შე­სა­ხებ გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა და ვი­ცეპ­რე­მი­ერ­მა GIPA-ში სტუ­დენ­ტებ­თან შეხ­ვედ­რი­სას ისა­უბ­რა.

„ამ სტუ­დენ­ტებს ვიც­ნობ, კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს და ძა­ლი­ან მომ­წონს, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მათ შო­რის არი­ან ლე­ვა­ნი და სან­დრო, რო­მელ­თა­ნაც კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს და მგო­ნია, რომ კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. ამას­თან, ისი­ნი მოყ­ვნენ ვი­თა­რე­ბა­ში, სა­დაც სა­ხელ­მწი­ფომ უნ­და და­იც­ვას რო­გორც სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ასე­ვე წეს­რი­გი. იქ, რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი, სან­დრო და ლე­ვა­ნი არ იყ­ვნენ ჩარ­თულ­ნი, მაგ­რამ რიგ შემ­თხვე­ვებ­ში მოხ­და აგ­რე­სი­ის გა­მოვ­ლე­ნა", - ამ­ბობს მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, ქუ­ჩა­ში გა­მომ­სვლე­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა პრო­ვო­კა­ცი­ის აღ­კვე­თა­ცაა:

„არის ლა­პა­რა­კი, რომ იქ იყო პრო­ვო­კა­ცია, რა­ღაც და­გეგ­მი­ლი იყო, მაგ­რამ რო­დე­საც ქუ­ჩა­ში გა­მო­დი­ხარ, ვალ­დე­ბუ­ლი ხარ, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აი­ღო თუნ­დაც პრო­ვო­კა­ცი­ის აღ­კვე­თა­ზე. მოხ­და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის შე­უ­რაც­ხყო­ფა. დე­ტა­ლე­ბი არ ვი­ცი, მაგ­რამ ერ­თი ვი­დეო ვნა­ხე Youtube-ზე, ერთ-ერ­თი ჟურ­ნა­ლის­ტი ისეთ ის­ტე­რი­ა­შია, მგო­ნია, რომ თავს აი­ფეთ­ქებს. ესეც არა­ნორ­მა­ლუ­რია - აბ­სო­ლუ­ტურ ის­ტე­რი­ა­ში დას­დევს პო­ლი­ცი­ე­ლებს და უყ­ვი­რის ეს კა­ცი. სხვა კად­რე­ბი არ მი­ნა­ხავს, ვე­ლა­პა­რა­კე შს მი­ნისტრს და მან მით­ხრა პო­ლი­ცი­ის შე­უ­რაც­ხყო­ფის თა­ო­ბა­ზე, კად­რე­ბიც არის, რო­გორ აყე­ნე­ბენ შე­უ­რაც­ხყო­ფას პო­ლი­ცი­ას -არ მგო­ნია, რომ ეს კად­რე­ბი სა­ჯა­როდ უნ­და ეყა­როს.

სა­ბო­ლო­ოდ, სამ­წუ­ხა­როა იცით რა? ვინ­მემ იცის, რა­ზე იყო მი­ტინ­გი? მე არ ვი­ცი. შრო­მის კო­დექ­სში ცვლი­ლე­ბე­ბი არ მოს­წონთ? ძვე­ლი თუ არ მოს­წონთ, პარ­ლა­მენ­ტში ახა­ლი შრო­მის კო­დექ­სია შე­სუ­ლი. კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან ლე­ვა­ნიც და სან­დროც და ვფიქ­რობ, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ითა­მა­შე­ბენ მომ­ვალ­ში, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ში ჩვენ ვი­ცით მარ­ტო სკან­და­ლი. ში­ნა­არ­სი, რის გა­მო იყო ეს, არა­ვინ არ იცის", - გა­ნაც­ხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

კომენტარები