თბილისის მერია

პრაღაში მიმავალ თბილისის მერიის დელეგაციის წევრებს საზღვარზე არ ატარებდნენ

ქართული დელეგაცია, თბილისის მერის, გიგი უგულავას ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით პრაღაში გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში მყოფ ზოგიერთ წევრს, საზღვარზე პრობლემა შეექმნა. კერძოდ, ვიცემერ დავით ალავიძეს, ასევე საკრებულოს წევრებს ირაკლი დვალსა და დავით წერეთელს, საზღვარზე არ ატარებდნენ. ინციდენტი დაახლოებით 40 წუთის შემდეგ, უშუალოდ თბილისის მერის ჩარევის შედეგად აღმოიფხვრა.

კანონის მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, სასაზღვრო პოლიციას, არ აქვს უფლება პიროვნება საზღვარზე არ გაატაროს. 

დელეგაციის ვიზიტი ჩეხეთის დედაქალაქში, თბილისის დღეებს უკავშირდება, რომელსაც პრაღა 22-24 აპრილს მასპინძლობს.

შეგახსენებთ, 18 აპრილს, გაზეთ ალიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ 19 აპ­რილს თბი­ლი­სის მე­რი და მი­სი თან­ხმლე­ბი პი­რე­ბი გაქ­ცე­ვის­თვის ემ­ზა­დე­ბოდნენ.

რის შემდეგაც, თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, სა­დაც გან­მარ­ტე­ბუ­ლია, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ვი­ზი­ტის პო­ლი­ტი­კურ დატ­ვირ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არას­წო­რია და თბი­ლი­სის დე­ლე­გა­ცი­ის ვი­ზი­ტი პრა­ღა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის ნა­წი­ლია, ’’იმარ­თე­ბა ორ­მხრი­ვი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, არ გა­აჩ­ნია რა­ი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი დატ­ვირ­თვა და არა­ნა­ი­რად არ უკავ­შირ­დე­ბა 19 აპ­რილს და­გეგ­მილ აქ­ცი­ას’’.

 

კომენტარები