კრიმინალი

შსს-მ ცხინვალიდან გადმოსული პირების დანაშაული აღკვეთა

13 აპრილს, გორის რაიონის სოფელ გუგუთიანთკარში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან გადმოსულ რამდენიმე უცნობ პირს, ადგილობრივი მცხოვრების, ამირან გუგუტიშვილის საკარმიდამო მიწაზე სამეურნეო ინფრასტრუქტურის გაძარცვის მცდელობა ჰქონდათ. ამის შესახებ განცხადება შსს-მ ოფიციალურ ვებგვერდზე გააკეთა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული,  ინფორმაციის მიღებისთანავე, შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო შექმნილ ვითარებას. ცხელი ხაზის ამოქმედების შედეგად, ევროკავშირის მონიტორების დახმარებით, დანაშაული დროულად აღიკვეთა და ნაქურდალი მეპატრონეს დაუბრუნდა.

 

კომენტარები