საქართველოს პრემიერმინისტრი

ბიძინა ივანიშვილი გიუნტერ ბეხლერს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიუნტერ ბეხლერს შეხვდა. 

პრემიერმინისტრის ადმინისტრაციის თქმით, საუბარი საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და პოლიტიკურ პროცესებს შეეხო. 

შეგახსენებთ, რომ  26 მარტს შვეიცარიის ელჩმა პრემიერმინისტრს ღია წერილით მიმართა და საქართველოს ახალ მთავრობას მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა. გიუნტერ ბეხლერის შეფასებით, საქართველო ბევრად უფრო თავისუფალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა წარსულში და ბევრად უფრო თავისუფალია, ვიდრე მისი მეზობელი ქვეყნები. 

შვეიცარელი დიპლომატის აზრით, სააკაშვილის წინა ხელისუფლების  წინააღმდეგ მოსახლეობის უმრავლესობამ ხმა სწორედ იმის გამო მისცა, რომ მათ დემოკრატიის გზას გადაუხვიეს და მოინდომეს შეექმნათ საკმაოდ ავტორიტარული მოდერნიზებული რეჟიმი. 

კომენტარები