საქართველოს პრემიერმინისტრი

ივანიშვილი: ერთი-ორ მინისტრზე და სამინისტროზე კითხვები არსებობს

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ცენტრალური ტელევიზიებისა და გაზეთების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რამდენიმე სამინისტროსა და მინისტრზე კითხვები არსებობს. 

"რაც შეეხება ზოგადად მთავრობას, კარგი იქნება თუ შემახსენებთ, რომელი მინისტრი არ მოგწონთ. საკმაოდ ეფექტური მთავრობა და კარგი მინისტრები გვყავს. არის კითხვები ერთი-ორ მინისტრზე და სამინისტროზე და არ ვიჩქარებ ამაზე საუბარს. თუმცა, არაფერი კატასტროფა არ არის. არავის ცვლილებას არ ვაპირებთ. სუსტ ადგილებში ბევრ დროს ვხარჯავ და ვეხმარები. მაქვს რაღაც კითხვები, თუმცა არ ვიჩქარებ და იქნებ შიგნითვე დავარეგულიროთ. ძალიან კარგი მთავრობა გვყავს და არავითარი ცვლილებები არ იგეგმება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

ამასთან, პრემიერმა  საჯარო სკოლებში სახელმძღვანელოების მოსწავლეებისთვის უფასოდ გადაცემის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ბევრ ოჯახს გაუკეთებს შეღავათს.

კომენტარები