ერიკ რუბინი

ერიკ რუბინი: ჩვენი შეხედულებები აგვისტოს ომზე კარგად არის ცნობილი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ერიკ რუბინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ქვეყნის შეხედულებები 2008 წლის აგვისტოს ომზე საყოველთაოდ ცნობილია.

იუსტიციის მინისტრის გუშინდელ განცხადებაზე, სადაც წულუკიანმა დაუშვა საქართველოს პრეზიდენტის დაკითხვის შესაძლებლობა, რუბინმა განაცხადა: "უბრალოდ ვიტყოდი, რომ არ მინდა ჩავერიო საქართველოს შიდა პროცესებში. ჩვენი შეხედულებები აგვისტოს ომზე კარგად არის ცნობილი. ჩემი აზრით, ეს საკითხი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია".

ერიკ რუ­ბი­ნი საქართველოს დღეს ეწვია. ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მი­ლია შეხ­ვედ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან.

ერიკ რუ­ბინ­მა აშშ-ის ელ­ჩთან, რი­ჩარდ ნორ­ლან­დთან ერ­თად, 9 აპ­რილს და­ღუ­პულ­თა ხსოვ­ნას პა­ტი­ვი მი­ა­გო. დღეს­ვე გა­ი­მარ­თე­ბა შეხ­ვედ­რა, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრთან, მა­ია ფან­ჯი­კი­ძეს­თან.

აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მე­ო­რე მო­ად­გი­ლე მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს 12 აპ­რილს, აშშ-სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი პარ­ტნი­ო­რო­ბის ქარ­ტი­ის ფარ­გლებ­ში არ­სე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის სა­მუ­შაო ჯგუ­ფის შეხ­ვედ­რა­ში.

კომენტარები