საქართველოს პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილს სტამბოლის საავადმყოფოში მხრის სამმაგი მოტეხილობა დაუდგინდა

თურქეთში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ველოსიედით სეინობისას დაშავდა. სტამბოლის საავადმყოფოში გამოკვლევისას, პრეზიდენტს მხრის სამმაგი მოტეხილობა დაუდგინდა და ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილი ანტალიაში ველოსიპედით სეირნობისას ტრაილერს შეეჯახა, რის შემდეგაც ის სტამბოლში გადაიყვანეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრები, რომლებიც აღნიშნული შემთხვევის გამო გადაიდო,  სამშაბათს გაიმართება, რის შემდეგაც პრეზიდენტი თურქეთს დატოვებს.

მიხეილ სააკაშვილი სამუშაო ვიზიტით თურქეთში, 6 აპრილს გაემგზავრა.

კომენტარები