ISAF

ავღანეთიდან 126 ქართველი სამხედრო დაბრუნდა

ქართველი სამხედროები ავღანეთიდან დაბრუნდნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითბრიგადის 32-ე ბატალიონის 126 სამხედრო მოსამსახურე ჩამოვიდა.

აეროპორტში სამხედროებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები და III ქვეითი ბრიგადის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი დახვდნენ.

ISAF-ის მისიის ფარგლებში 32-ე ბატალიონი ავღანეთში 6 თვის მანძილზე იმყოფებოდა. ბატალიონის საქართველოში დაბრუნება ეტაპობრივად მოხდება, 22 აპრილამდე კი ეს პროცესი დასრულდება. როტაციის წესით, მათ ავღანეთში IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონი ჩაენაცვლა.

თავდაცვის სამინისტრო სამხედროების სამშობლოში დაბრუნების ამსახველ ფოტო მასალასაც ავრცელებს.

 

კომენტარები